შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან
მთავრობის ადმინისტრიაში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან შეხვედრა ოთხ საათზე დაიწყება. დღევანდელ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრება. საბოლოო გადაწყვეტილებას, კი უახლოეს პერიოდში მიიღებენ. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გუშინ შეხვდნენ. დეტალურად განიხილეს კლინიკასთან დაკავშირებული ვითარება. მედიკოსებისგან პრობლემის მოგვარების შესაძლო გზებზე მოისმინეს არგუმენტები და მოსაზრებები. ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია გონივრული გადაწყვეტილების მიღება, რათა პროცესი არ დაზიანდეს
