საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი მოსწავლეებმა დაათვალიერეს
თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ისნის რაიონის საჯარო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერებინა. ღონისძიება, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობა წარსულ ღირებულებებსა და ისტორიულ ფასეულობებს აზიაროს, საკრებულოს განათლებისა კულტურის კომისიის თავმჯდომარის, ინიციატივით და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის მხარდაჭერით ჩატარდა
