„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“
საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტისთვის, 738 ათასი ლარი გამოიყო. სენაკის მერიამ პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების შესარჩევად ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები და სოფლის კრებები დაასრულა. განსახორციელებელი პროექტები თავად ადგილობრივმა მოსახლეობამ 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე შეარჩია. მიმდინარე წელს, მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ 45 პროექტს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს
