ვითარება უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე
უკრაინა პოლონეთს, ფერმერების მიერ ბლოკირებული საზღვრის გასახსნელად „ურთიერთ გაგების გეგმას“ სთავაზობს. განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკრაინა პოლონეთის საზღვარზე ჩასვლისას. პრემიერის თქმით, „ურთიერთ გაგების გეგმის’’ მიხედვით, უკრაინა დათანხმდება ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ შეზღუდვას, რომელიც უკრაინული აგრარული პროდუქციის ექსპორტზე, კერძოდ კი, ფრინველის ხორცზე, კვერცხსა და შაქარზე უნდა გავრცელდეს, სანაცვლოდ კი სთხოვს ევროკავშირს, რომ გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც დაკავშირებულია აგრარულ პოლიტიკასა და ტრანსპორტირებასთან
