აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ, ახალი სანქციები დააწესა, რომელიც 500 მაღალ ჩინოსანსა და 90 კომპანიას შეეხება. ოფიციალური ცნობა ამის შესახებ, თეთრმა სახლმა გაავრცელა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს მდივნის განცხადებით, სანქციებით შტატებმა უკრაინაში ორ წლიანი რუსული აგრესია და ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილი დაგმო
