ორი წელი რუსეთ-უკრაინის ომიდან
უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის შეჭრიდან ორი წელი გავიდა. კიევი მოსკოვის აგრესიიას კვლავ იგერიებს. „საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ფეისბუქზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათი ათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. განცხადება გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა
