პრემიერი თურქეთის ელჩს შეხვდა
მთავრობის მეთაურმა თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები ამ სახელმწიფოს ელჩთან ერთად განიხილა. ყურადღება გამახვილდა რეგიონულ გეოსტრატეგიულ პროექტებში თანამშრომლობაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.
