მარიამ ქვრივიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო. მან დღეს ადგილზე დაათვალიერა უკვე განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები, ასევე კომპანია „ტავ ჯორჯიის“ ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინა ინფორმაცია აეროპორტის სივრცეში დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
