იუნკერთა ხსოვნის დღე
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. პარლამენტის სასახლის შიდა ეზოში არსებული იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა, თბილისის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და პარლამენტის წევრებმა.
