სასამართლოს ოკუპაცია - ასე ფასდება მმართველ გუნდში ოპოზიციის შეთავაზება
სასამართლოს ოკუპაცია - ასე ფასდება მმართველ გუნდში ოპოზიციის შეთავაზება, რომელიც მოსამართლეების შემოწმებას და სასამართლო სისტემის ძირეულ რეფორმას ითვალისწინებს, საუბარია ე. წ. ვეტინგის სისტემაზე, რაც მმართველი პარტიისთვის სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა და კონსტიტუციის დარღვევაა. საკუთარი ხედვა ე.წ. ვეტინგის სისტემაზე მესამე სექტორის და ოპოზიციის ნაწილმა ევროკომისიის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე წარმოადგინა.
