ნათია თურნავას საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს
საპენსიო სესხები, კერძოდ, ვადები და საპროცენტო განაკვეთი - ამ საკითხებზე დაიბარა შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტში. ნათია თურნავას საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. ნათია თურნავამ ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს უპასუხა და ვრცლად ისაუბრა გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც პენსიონერებს სესხის პროცენტი უმცირდებათ.
