საერთაშორისო კინოფესტივალი თბილისში
თბილისში, „კინოს სახლში“ კინოფესტივალი „ლაივ სქრინინგ ინტერნეიშენალი“ იწყება. სამი დღის განმავლობაში, მაყურებელი სხვადასხვა ქვეყნის მოკლემეტრაჟიან ფილმებს ნახავს. სადისტრიბუციო კომპანია „მაგვილის“ მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო ფესტივალზე დასწრებას აკრედიტაციის გავლის შემდეგ, უსასყიდლოდ შეძლებთ. სპეციალური ჩვენებები გაიმართება სტუდენტებისთვისაც

სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები