პრემიერი ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა. დისკუსიის თემები სტრატეგიულ პარტნიორობას, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს მოიცავდა. ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის თანამშრომლობას. აღინიშნა ისიც, რომ წარმატებული კავშირები საქართველოს, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის პოტენციალს ზრდის. ირაკლი კობახიძემ ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. რაც შეეხება ეკონომიკას. ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია და 2023 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
