წინარევოლუციური სცენარი
„ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ წინარევოლუციურ გეგმაზე ამჯერად უკვე, ლელო საუბრობს. თუმცა მათ ამ სტრატეგიას ოპოზიციაშიც კი არ იზიარებენ. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს რომ ქვეყანას ცვლილებები მხოლოდ არჩევნების გზით სჭირდება და რევოლუციაზე საუბარი უნდა დასრულდეს. ოპოზიციის რადიკალური გეგმები არ უკვირთ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ წლებია მათი ოპონენტები ცვლილებებს სწორედ რევოლუციური სცენარით ცდილობენ, რადგან არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვთ
