ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია
საქართველოს საპარლამენტო დელგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში, მონაწილეობს. ნიკოლოზ სამხარაძე და მაკა ბოჭორიშვილი მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავენ. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, ეუთოს 2024 წლის დღის წესრიგია. განიხილეს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები და გამოწვევები, ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის რეგულირების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს. ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და ხაზი გაუსვეს ეუთოს, როგორც ნეიტრალური და ობიექტური დამკვირვებლის მნიშვნელოვან როლს ამ არჩევნებში
