გზავნილები ბრიუსელიდან - შეფასებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ევროკავშირისა და ნატოს უმაღლესი თანამდებობის პირთა გზვნილებს ბრიუსელიდან, თბილისში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში გაკეთებული მხარდამჭერი და პოზიტიური განცხადებების მიუხედავად, ოპოზიცია კრიტიკულია და ამბობს, რომ ხელისუფლება რეფორმების შესრულების პირობას დებს, თუმცა ამ რეფორმებს არ ასრულებს. ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში, მათი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ევროპული მომავლისა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისთვის
