"იმედის" მფლობელის პასუხი ოპოზიციას
„სანამ არსებობს მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია - პოლარიზაცია იქნება“- ეს ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის განცხადებაა, ირაკლი რუხაძე სხვა მედიამენეჯერებთან ერთად დახურულ შეხვედრას ესწრებოდა. ღონისძიებაზე, რომელიც არ შუქდებოდა, ოპოზიციის კონტროლირებადი ტელეკომპანიების წარმომადგენლები მაინც მივიდნენ, „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკა და რუხაძისთვის მათი გადმოსახედიდან მწვავე კითხვების დასმა სცადეს, თუმცა საპირისპირო შედეგი ვნახეთ. „იმედის“ მფლობელმა ყველა მათგანი ამხილა, მათივე მფლობელებთან ერთად.
