სააკაშვილის სასამართლო პროცესი
ბიუჯეტიდან ცხრა მილიონი ლარის გაფლანგვაში ბრალდებული თემურ ჯანაშია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სააკაშვილისთვის გამაახლგზარდავებელი პროცედურების ხარჯების დაფარვაში, უკანონოს ვერაფერს ხედავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ ბოტოქსის პროცედურა, სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის იყო აუცილებელი. ეს განცხადება, მან, ბიუჯეტის გაფლანგვის საქმის განხილვისას გააკეთა. მოწის სტატუსით დღესვე თემურ მრებრიშვილიც დაიკითხა.
