გახარია გვარამიას პოლიტიკური სიმპათია
ამ დრომდე უცნობია, თუ რა კონფიგურაციით წარდგება ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებში. უმრავლესობის განცხადებით, რადიკალების გეგმა გაერთიანებაა და მათი ამოცანა გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ხმებზე გადის. ნიკა გვარამია პოტენციურ პარტნიორებთან კონსულტაციებს განაგრძობს. მას შეკითხვები აღარ აქვს გიორგი გახარიასთან და მას, კოალიციურ მთავრობაში ხედავს, თუმცა თავად გახარიას პარტია, ნაციონალური მოძრაობის მედიამენეჯერთან თანამშრომლობას არჩევნებამდე და მის შემდეგაც გამორიცხავს. ასევე გუნდის წევრად განიხილავს გვარამია ნინო ლომჯარიას.
