სალომე დემურია დაჯილდოვდა
საქართველოს კიდევ ერთი წარმატება, ამჯერად ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე. რუსუდან გლურჯიძის ფილმში „ანტიკვარიატი“ შესრულებული როლისთვის, სალომე დემურიას „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდო გადაეცა. ქართველი მსახიობი ბერლინალეს ერთ-ერთ საკონკურსო პროგრამაზე, საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა წარადგინა. ჟიურიმ სალომე დემურია 10 საუკეთესო ევროპელ ტალანტს შორის დაასახელა.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
