საერთაშორისო დამკვირვებლები თბილისში
ევროინტეგრაციის კონტექსტში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მომავალი არჩევნები. ხელისუფლება მანიპულაციის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამორიცხავს. ერთ-ერთი დამზღვევი ამ მიმართულებით, ხმის მიცემის ფორმაა, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა წელს პირველად გამოიყენებს. ასევე, სადამკვირვებლო მისიები, რომელთაც მთავრობა აქტიურად ეკონტაქტება. ეუთო-ოდირს მოწვევა მიღებული აქვს, შეხვედრა შედგა NDI-ის წარმომადგენლებთან. ამ ფონზე ოპოზიცია საბაბს ეძებს და ტრადიციულად, წინასწარ გაყალბებაზე საუბრობს.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
