საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო
საქართველოს აქვს ამბიცია 2030 წელს კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის წევრობით შეცვალოს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ეს ამბიციური განაცხადი ჩაიტანა. მთავრობის მეთაურმა საეტაპო უწოდა ასოცირების საბჭოს სხდომას, რის შესახებ მან ევროპელ ლიდერებთან ერთად ისაუბრა. „უფრო დიდი სიჩქარით ახალი სიმაღლეებისკენ“,- ეს უკვე ოლივერ ვარჰეის განცხადებაა. ევროპული დროშების სიმრავლე საქართველოში, ხალხის მტკიცე არჩევანი და ხელისუფლების ტემპი 9 ნაბიჯის უზრუნველსაყოფად. საქართველოს პროგრესი ევროკომისარმაც და ჟოზეფ ბორელმაც დაადასტურეს. შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა. რა სჭირდება საქართველოს- გზავნილები ბრიუსელიდან.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
