სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგის შედეგები შეაჯამა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის მონიტორინგის შედეგების შეჯამება დაასრულა. გასული წელს მონიტორინგის ფარგლებში აღებული და ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გადაგზავნილია სურსათისა და სასმელი წყლის 5000-ზე მეტი ნიმუში. გამოვლინდა 624 შეუსაბამობა და დარღვევების მაჩვენებელმა 12% შეადგინა. აღნიშნული დარღვევის მაჩვენებელი 2022 წელს 15%-ს შეადგენდა.
