საჯარო-კერძო დიალოგის პროგრამის დახურვის ღონისძიება
პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პროგრამის დახურვის ღონისძიება გაიმართა. პროექტის მიზანი ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე კერძო სექტორთან ეფექტიანი და უწყვეტი დიალოგის ხელშეწყობაა. აღინიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში პარლამენტმა კერძო სექტორთან თანამშრომლობით ისეთ მნიშვნელოვან კანონპროექტებზე იმუშავა, რაც ასოცირების ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საჯარო-კერძო დიალოგის გზამკვლევის პრეზენტაციაც. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემაც.
