საარჩევნო კოდექსი
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილება გულისხმობს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის სამეტაპიან პროცესს და ითვალისწინებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციის გაუქმებასაც. ოპოზიცია აცხადებს, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ეს ბრალდება უსაფუძვლო და არასერიოზულია მმართველი პარტიისთვის. მათი შეფასებით, ცვლილებები პირდაპირ კავშირშია ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებასთან.
