საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებზე
წინასაარჩევნო გარემო, საარჩევნო კანონმდებლობა, „ქართული ოცნების“ შეფასებები და მოლოდინები არჩევნებთან დაკავშირებით და პარტიის წინასაარჩევნო გეგმები- ეს საკითხები განიხილა პარლამენტის თავმჯდომარემ NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა განცხადება გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მსგავსი გრძელვადიანი მისიები კარგი ბერკეტია ოპოზიციის სპეკულაციების დასასრულებლად.
