ირაკლი კობახიძე ჯოზეფ ბორელს შეხვდა
ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ინტენსიური ძალისხმევისა და გადადგმული ნაბიჯების შედეგია. შეხვედრას პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა
