საქართველო და ქართული სპორტის სამყარო ლევან თედიაშვილს ემშვიდობება
საქართველო და ქართული სპორტის სამყარო მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ მოჭიდავეს ლევან თედიაშვილს ემშვიდობება. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარეობდა , ოჯახს მიუსამძიმრა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.
