ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ანკარაში თურქი კოლეგის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით იმყოფება. თურქული მედიის ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მხარეები ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობებს და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.
