ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით მოსვლას გეგმავს
გამოცემა „გარდიანის“ ცნობით, საარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ ოფიციალურ განცხადებას დღეს ბერლინში, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ყრილობაზე გააკეთებს. ურსულა ფონ დერ ლაიენს კანდიდატურის წარსადგენად, ევროპის სახალხო პარტიაში შემავალი კიდევ ორი პარტიის მხრიდან ნომინირება სჭირდება, რის შემდეგაც მას მარტში, ბუქარესტში დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე, კანდიდატად ოფიციალურად დაასახელებენ. ევროპარლამენტის არჩევნები 6-7 ივნისს გაიმართება.