პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში
პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში, დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში. სამთავრობო დელეგაცია უკვე გაემგზავრა ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში. შემდეგ კი პრემიერ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.
