ილია სულამანიძემ ბაქოს გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო
ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ ბაქოს გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო. ას კილოგრამ წონით კატეგორიაში, სულამანიძემ, რომელიც რეიტინგის ლიდერია, ფინალამდე თურქმენეთის, რუმინეთისა და ყაზახეთის წარმომადგენლებს აჯობა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი პოლონელი იპონით დაამარცხა.
