გერმანიის თავდაცვის მინისტრი დასავლეთს ყველაზე უარესი სცენარისთვის მზადებისკენ მოუწოდებას
„ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მაღალჩინოსანმა არ გამორიცხა, რომ მომდევნო 5-8 წლის განმავლობაში თავდასხმა ნატოს ტერიტორიაზეც მოხდეს. ამიტომაც მინისტრი მიიჩნევს, რომ საფრთხის პრევენციის საუკეთესო საშუალება უკრაინის დახმარებაა. მან ასევე მოუწოდა ამერიკელ კანონმდებლებს, დაამტკიცონ უკრაინის დამატებითი სამხედრო დახმარება და აღნიშნა, რომ ეს თავად ამერიკის ინტერესებშია.
