ლევან თედიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი
ლევან თედიაშვილს სამშაბათს დაკრძალავენ. მანამდე, კი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ოჯახს მიუსამძიმრა პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი გუნდის წევრებმა. ქართული ჭიდაობის ლეგენდა, 75 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. თედიაშვილი ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ოთხჯერ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო სამჯერ ოქროს მედალს ევროპის ჩემპიონატზეც დაეუფლა.