საერთაშორისო ტურნირი სულაქველიძის აკადემიაში
თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში დასრულდა საერთაშირისო საფეხებურთო ტურნირი 2013 წელს დაბადებულ მოზარდებს შორის. „თბილისის თასზე“ სულ 9 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირის ფინალში თბილისის „ლოკომოტივმა“ პენალტების სერიაში დაამარცხა აზერბაიჯანული „საბაჰი“. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ ანგარიშით 0:0 დასრულდა. მესამე პოზიცია კი ქუთაისის „ტორპედოს“ მოზარდთა გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
