როლანდ გელოვანის სახელობის მემორიალური ტურნირი
კალათბურთის ვეტერანი მსაჯისა და მწვრთნელის, როლანდ გელოვანის სახელობის მემორიალური ტურნირი 16-წლამდე გოგონათა შორის გაიმართა. ღონისძიებაში 4 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ანგარიშით 47:41 გაიმარჯვა თბილისის „ბასტიონმა“. ტურნირს ფედერაციის წარმომადგენლები და როლანდ გელოვანის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. გამარჯვებულებს თასები და მედლები გადაეცათ.