ქართული დელეგაცია ბერლინის კინოფესტივალზე
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრძელდება ქართული დელეგაციის წევრების შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან. კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კობა ხუბუნაიამ, ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებთან, ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებთან ერთად შეხვედრა გამართა „ევროპული კინოს პოპულარიზაციის“ ხელმძღვანელთან. შეხვედრაზე განიხილეს „ევროპული კინოს პოპულარიზაციის“ სხვადასხვა პროგრამაში ქართველი რეჟისორების, პროდიუსერებისა და ქართული ფილმების მონაწილეობის საკითხი. იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებაც. დელეგაცია ასევე შეხვდა ვენეციის კინოფესტივალის პროგრამერს. მხარეებმა განიხილეს უახლესი ქართული ფილმები, რომლებსაც აქვს ფესტივალზე მოხვედრის შესაძლებლობა.
