რუსეთის სამხედრო დანაშაული
გერმანიამ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი, სულ მცირე, 500 სამხედრო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეაგროვა. ამის შესახებ ცნობას გერმანული მედია ქვეყნის იუსტიციის მინისტრზე, დაყრდნობით ავრცელებს. მინისტრმა „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უკვე გაცემული აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი და მას იმედი აქვს, რომ ის სასამართლოს წინაშე წარდგება.
