პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში
პრემიერ მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი ბრიუსელში. 20 თებერვალს ბრიუსელში საქართველო ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომა გაიმართება. სხდომას უხელმძღვანელებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი, ხოლო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი იქნება. შეხვედრაზე ისაუბრებენ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების გზაზე, რეფორმებზე, ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე.
