ილია დარჩიაშვილი ფრანგ კოლეგას შეხვდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ფრნაგ კოლეგასთან, შეხვედრის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყება სოციალურ ქსელში წერს. „ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საფრანგეთის მხარდაჭერა ევროპულ გზაზე“,- წერს საგარეო უწყება.
