მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია
გრძელდება მიუნხენში საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები. ილია დარჩიაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. ამასთან, ყურადღება გამახვილდა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე. მინისტრი ასევე შეხვდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს. მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
