ირაკლი კობახიძე პატრიარქს ესტუმრა
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა. პატრიარქმა და პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე ისაუბრეს. პატრიარქმა ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა.
