„მომავალი ჩვენია“
პროექტ „მომავალი ჩვენიას“ ფარგლებში 2023 წელს 100 წარჩინებული პირველკურსელი შეირჩა. სტუდენტებს სტიპენდია დაენიშნათ, ხოლო მათგან 10 საუკეთესო, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. სტუდენტებმა მოინახულეს Google-ის და Meta-ს კამპუსები, ასევე იმყოფებოდნენ სტენფორდის უნივერსიტეტში. ზაზა ფაჩულიას მიწვევით ისინი „გოლდენ სთეითის“ საკალათბურთო შეხვედრასაც დაესწრნენ. პროექტი კომპანია „გალფის“ მიერ განხორციელდა. მიზანი, განათლების პოპულარიზაციაა.
