ბაიდენის განცხადება უკრაინაზე
ავდეევკიდან უკრაინული ძალების გასვლას, შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოეხმაურა და უკრაინელი სამხედროების უკან დახევის მიზეზად, საბრძოლო მასალის უკმარისობა და კონგრესის უმოქმედობა დაასახელა. ჟურნალისტებთან ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
