ზელენსკი ავდეევკაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა
„უკრაინა დონეცკის ქალაქ ავდიივკას აუცილებლად დაიბრუნებს, ამ მკვლელებს არაფერს მივცემთ“,- ასე გამოეხმაურა ავდეევკიდან უკრაინული ძალების უკან დახევას ვოლოდიმირ ზელენსკი. განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენში ტელეკომპანია „ინე ტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
