მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. დღეს ილია დარჩიაშვილი გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებს, მიუნხენის კონფერენციის ხელმძღვანელებს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდება. ეუთოს თავმჯდომარესთან, საფრანგეთის საგარეო მინისტრთან და ევროპაში ამერიკის სარდლობის მეთაურთან შეხვედრებს უკვე მოჰყვა კონკრეტული შედეგები. საქართველოს უახლოეს თვეებში ეწვევა ეუთოს თავმჯდომარე. საფრანგეთთან გაგრძელდება სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში მაღალი დონის შეხვედრები და პარიზის მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ პროცესში.
