ორბანი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე
„უნგრეთის პარლამენტი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხს საგაზაფხულო სესიის დასაწყისში განიხილავს“,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისი თქმით, ბუდაპეშტისა და სტოკჰოლმის დავა „დასასრულს უახლოვდება“. უნგრეთის პარლამენტის საგაზაფხულო სესია 26 თებერვალს დაიწყება. შეგახსენებთ, რომ უნგრეთი NATO-ს ერთადერთი წევრია, რომელსაც ჯერ კიდევ არ მოუხდენია შვედეთის განაცხადის რატიფიცირება ალიანსში გაწევრიანების შესახებ.
