პროტესტი თელ-ავივში
თელ-ავივში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები არჩევნების დაუყოვნებლივ ჩატარებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მთავრობას მხოლოდ საკუთარი ინტერესები აქვს. ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლების პარალელურად, ქალაქის მეორე ნაწილში მეორე აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც მთავრობას „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად, მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდებდნენ.
