ნეთანიაჰუს განცხადება
„ისრაელი „ჰამასთან“ მოლაპარაკებას იქამდე არ აპირებს, ვიდრე დაჯგუფება მოთხოვნებს არ შეცვლის“,- აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ. ღაზის სექტორში, კერძოდ რაფაჰში შემქნილი ვითარების შეჯამებისას, ჟურნალისტებთან ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რაფაჰის ჩრდილოეთით, ბევრი თავისუფალი სივრცეა ევაკუაციისთვის, რადგან ისრაელი ხანიუნისში ოპერაციებს მალე დაასრულებს.
