ნავალნის გარდაცვალების მიზეზი
ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად, „უეცარი სიკვდილის სინდრომი“ დასახელდა. ცნობას რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „მედუზა“, ოპოზიციონერის თანაგუნდელებზე დაყრდნობით ავრცელებს და აცხადებს, რომ ოპოზიციონერის ოჯახს ცხედარს არ უბრუნებენ. ამავდროულად, რუსული სახელმწიფო გამოცემა „რაშა თუდეი“ გარდაცვალების მიზეზად თრომბს ასახელებს. მოსკოვში კი, ნავალნის გარდაცვალების გამო გამართულ აქციებზე, დაკავებულთა რაოდენობა 340-მდე გაიზარდა. აქციები რუსეთის 30 ქალაქში გაიმართა.
